ახალი ამბები

აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

მალხაზ აქიშბაია 21 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ალასანია შეცვალა.


ეს უკანასკნელი 20 მარტს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა.


მანამდე მალხაზ აქიშბაია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ფინანსთა მინისტრი იყო.

Back to top button