
ახალი ამბები
აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს სტუმრობს
20 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჰენრიეტა ფორს შეხვდა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორი მხარის გამოცდილება მენეჯმენტისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მართვის, სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის, საზღვარგარეთ ახალი დიპლომატიური დაწესებულებების გახსნისა და ქართველი დიპლომატების გადამზადების საკითხებზე.