
ახალი ამბები
მერაბიშვილი: მთელი ოპოზიციის მთავარი ამოცანა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაა
დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად მის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ გამოსვლებზე და განაცხადა, რომ ეს განწყობა პოლიციის კარგად მუშაობით არის განპირობებული.
“მე ძალიან მიხარია, რომ მთელი ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციამ შენიშნა, რომ პოლიციისთვის ზიანის მიყენება სერიოზულ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ პოლიციელები არ შედრკებიან და კრიმინალების წინააღმდეგ კვლავაც გააქტიურდებიან“, – განუცხადა 16 მარტს ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილმა.
შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნა ოპოზიციამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო დააყენეს.