
ახალი ამბები
სოხუმი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება
21–24 მარტს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში გეგმიური სამეთაურო–საშტაბო წრთვნები იგეგმება, რომელსაც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ზაიცევი უხელმძღვანელებს, იუწყება 17 მარტს “აფსნიპრესი“.
“სწავლების დროს იმოქმედებს ორი მოტომსროლელი ბრიგადა, დამუშავდება მათი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის საკითხები, თავდაცვითი ოპერციების წარმოების, ტერიტორიის დაცვის და ასევე აფხაზეთის რესპუბლიკის ბიოლოგიური დაცვის საკითხები… ბოლო დღეს დამუშავდება საბრძოლო მოქმდებებში ყველა სახისა და ტიპის ჯარების გამოყენების საკითხები“, – განაცხადა ზაიცევმა.
“აფსნიპრესის“ ცნობით, ტერიტორია, სადაც წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი, დსთ–ს სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში არ შედის.