ახალი ამბები

სალარო აპარატებთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

დღეს პარლამენტის შენობის წინ სალარო აპარატებთან დაკავშირებით გარე მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია განახლდა.


პარლამენტი, სავარაუდოდ, 17 მარტს განიხილავს ოპოზიციური “კონსერვატორული” პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სალარო აპარატებთან დაკავშირებული კანონის ძალაში შესვლის გადადებას ითვალისწინებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგანაც მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.


მოგვიანებით, საპროტესო აქციის მონაწილენი სახელმწიფო კანცელარიის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნით გაიმართება.   

Back to top button