ახალი ამბები

თბილისში ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით დღეს თბილისში გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, რუსეთის, ყაზახეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის  წარმომადგენლები ესწრებიან.


კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა.


სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, კონფერენციაზე, რომელიც 2 დღე გაგრძელდება, განიხილება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, პერსპექტივების და ენერგოუსაფრთხოების საკითხები.

Back to top button