
ახალი ამბები
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი, რომელიც 13-17 მარტს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთსაც სტუმრობს, საქართველოს 14-15 მარტს ეწვევა, იუწყება აშშ–ს საელჩო საქართველოში.
დანიელ ფრიდი, რომელიც ევრაზიის საკითხებში უფროს მრჩეველ სტივენ მანთან ერთად ესტუმრება საქართველოს, შეხვდება სქართველოს ოფიციალურ პირებს და განიხილავს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისადმი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს და საქართველოს ურთიერთობას ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებთან.