
წალკაში ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
10 მარტს წალკაში მომხდარმა შეტაკებამ, რომლის დროსაც ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა და ერთიც დაიჭრა, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
პოლიციის თქმით, ხუთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. თუმცა, 10 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილენი ეჭვმიტანილების ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო არასოდეს დაუშვებს ამგვარ ქმედებებს“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 მარტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიჭრა, თუმცა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებათა დაცვის ჯგუფის “მრავალეროვნული საქართველოს” ცნობით, შეტაკების შედეგად ოთხი ეთნიკური სომეხი დაიჭრა.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, წალკის დაახლოებით 500 მაცხოვრებელი 10 მარტს ადგილობრივი პოლიციის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საქმის დაუყონებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდა. პოლიციამ საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია, იტყობინება ორგანიზაცია.
შეტაკება წალკის ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელიც 20 000 კაცს შეადგენს, პერიოდულად ხდება. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, წალკის მოსახლეობის 57%-ს ეთნიკური სომხები შეადგენენ. წალკაში ასევე ცხოვრობს 4,500 ბერძენი, 2,500 ქართველი და 2000-მდე აზერბაიჯანი.