
ახალი ამბები
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ორი მოსწავლე მწვავე პნევმონიით გარდაიცვალა
თბილისის 50-ე საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც გუშინ ღამით შვიდი წლის მოსწავლე, ექიმების განცხადებით, მწვავე პნევმონიით გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ ამავე სკოლაში ვირუსმა 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა. მშობლები შიშობენ, რომ მოსწავლეების გარდაცვალება ფრინველის გრიპის ვირუსით არის გამოწვეული, თუმცა ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სპეციალისტები და H5N1 ვირუსის შემთხვევას გამორიცხავენ.
“ეს არის ვირუსი, მხოლოდ არა ფრინველის გრიპის. ეს სულ სხვა ტოქსიკური ვირუსია”, – განაცხადა დღეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა.
სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები და მოსწავლეების სამედიცინო შემოწმება ჩატარდა.