ახალი ამბები

გიორგი გვიჩიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილგაზის“ მმართველს გიორგი გვიჩიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2–თვიანი პატიმრობა შეუფარდა.


გიორგი გვიჩიანი 7 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2002 წლის 13 აგვისტოს “თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის შეკვეთით და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


სასამართლო პროცესზე გიორგი გვიჩიანმა განაცხადა, რომ მოწმე ნოდარ გვიჩიანი, რომლის ჩვენების საფუძველზეც გაიხსნა ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე, მისი პირადი მტერია. თუმცა ეს განცხადება სასამართლომ არ გაითვალისწინა განაჩენის გამოტანის დროს.


 

Back to top button