
ახალი ამბები
შსს მინისტრი დეპუტატებს გირგვლიანის მკვლელობაზე ინფორმაციას მიაწვდის
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 27 თებერვალს ოპოზიციონერ დეპუტატებს “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “დემოკრატიული ფრონტიდან“ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი 22 თებერვალს მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გაჩნდა ვარაუდები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მკვლელობის საქმესთან შესაძლო კავშირის თაობაზე.
გაზეთი “რეზონანსი“ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ შესაძლოა ორივემ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა იგნორირება გაუკეთონ მოსმენას. “თუმცა, ეს კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების პროტესტს, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ გამოიწვია“, – წერს გაზეთი.