
ახალი ამბები
მოსკოვში ბაზრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 9 ქართველი დაიღუპა
მოსკოვში 23 თებერვალს ბასმანის ბაზრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ქართველი დაიღუპა. მათი გვამები საქართველოში კვირას გადმოასვენეს.
საერთო ჯამში, ინციდენტის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა.
მოსკოვის მუნიციპალიტეტმა უკვე განაცხადა, რომ იგი დაღუპულთა ოჯახებს 100,000 რუბლს (დაახლოებით 3,500 აშშ დოლარს) გადაუხდის.