
ახალი ამბები
ბუში: ბოლოდროინდელი მშვიდობიანი რევოლუციები მხოლოდ დასაწყისია
ვაშინგტონში 24 თებერვალს ამერიკის ლეგიონის წარმომადგენლებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი მშვიდობიანი რევოლუციები, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, მხოლოდ დასაწყისია.
“ჩვენ მოწმენი გავხდით ვარდების, ნარინჯისფერი, მეწამური, ტიტების და კედარის რევოლუციებისა, რაც მხოლოდ დასაწყისია. მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლება მარშით მიიწევს წინ და ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ თავისუფლების დანაპირები მთელი მსოფლიოს ხალხებამდე არ მივა. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიგოთ თავისუფლების მნიშვნელობა მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.