ახალი ამბები

ქართველმა და რუსმა დეპუტატებმა ვენაში შეხვედრა გამართეს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრება, 23 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პირველ ვიცე-სპიკერს ლუბოვ სლისკას შეხვდა.


“ჩვენმა რუსმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს წარვუდგონოთ ის ორი ან სამი საკითხი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის [ორმხრივი ურთიერთობების კუთხით] და ასევე გვითხრეს, რომ განიხილავენ ამ საკითხებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მოლაპარაკებების შემდეგ.


ლუბოვ სლისკამ  ჟურნალისტებს შეხვედრამდე განუცხადა, რომ საქართველომ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს. “რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, მაგრამ უზარმაზარმა სახელმწიფომაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება“, – დასძინა მან.

Back to top button