ახალი ამბები

ხაინდრავა: ჩვენ შევასრულებთ პარლამენტის დადგენილებას

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ პარლამენტის დადგენილებას, “სიძნელეების მიუხედავად”, შეასრულებს.


დღეს დღის მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს დადგენილების პროექტს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. 


“ეს იქნება პროცესი, რომელზეც დაგვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, მაგრამ ჩვენ დავძლევთ ამ პროცესს და ჩვენ  შევასრულებთ პარლამენტის დადგენილებას, ამის პირობას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ 15 თებერვალს.

Back to top button