
ახალი ამბები
კოკოითი: საქართველოში მოსალოდნელია დიდი სოციალური აფეთქება
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელიც მოსკოვში იმყოფება, საქართველოში მოსალოდნელ “სოციალურ აფეთქებაზე“ საუბრობს, რისი გადაფარვაც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულებით ხდება.
“საქართველოში მოსალოდნელია დიდი სოციალური აფეთქება. ქართველი რეფორმატორების, სააკაშვილის დანაპირები ეს საპნის დიდი ბუშტია, რომელიც გასკდება და უკვე, შეიძლება ითქვას, რომ გასკდა კიდეც, ხალხი უფლებამოსილია ჰკითხოს სად არის დანაპირები? სად არის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესება? იმისათვის, რომ [ხალხის] ყურადღება გადაიტანოს ამ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებამდე, ამისთვის უნდა [თბილისს] მორიგი გამარჯვება“, – განაცხადა დღეს რუსული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ედუარდ კოკოითმა.