ახალი ამბები
რუსი ოფიცერი: ქართველი სამხედროების უმეტესობამ დატოვა სოფელი ერედვი
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ერედვში განლაგებული ქართული ჯარების უმეტესობამ დატოვა დისლოკაციის ადგილი, განუცხადა “რია ნოვოსტის“ შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაურმა რემ აკიმოვმა 8 თებერვალს.
“ათიდან, ექვსი „კამაზის“ ტიპის ავტომანქანა ქართველი ჯარისკაცებით გამოიყვანეს კონფლიქტის ზონიდან“, – განაცხადა მან.
იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები იტყობინებოდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ერედვში 250-კაციანი შენაერთი განალაგა. თუმცა, ქართულმა მხარემ უარყო ეს ინფორმაცია და მას “დეზინფორმაცია“ უწოდა.