ახალი ამბები

ხაინდრავა: მტერი ვერ მოესწრება საბრძოლო მოქმედებებს კონფლიქტის ზონაში

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, საქართველოს “მტრულად განწყობილი ძალების“ მცდელობის მიუხედავად – დაძაბონ სიტუაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანი გზით აპირებს.


“მტერი ვერ მოესწრება საბრძოლო მოქმედებებს კონფლიქტის ზონაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვერ მოესწრებიან… ძალიან ბევრ რამეს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოიწვიონ საქართველო, მაგრამ ვერ მოესწრებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და ჩვენ ჩვენს სამშვიდობო გეგმას [ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე] ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ. 

Back to top button