
ნოღაიდელი და ხაინდრავა დეპუტატებს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესზე ინფორმაციას აწვდიან
პარლამენტის ბიუროს გაფართოებული სხდომა 7 თებერვალს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესის თაობაზე მოსმენით დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდარავა პარლამენტარებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ამ მოხსენების საფუძველზე პარლამენტი გადაწყვეტს მოითხოვოს თუ არა კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობოების გაყვანა.
ეს პროცედურა პარლამენტის მიერ 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილებითაა გათვალისწინებული, რომლის თანახმადაც მთავრობამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს 10 თებერვლამდე უნდა მიაწოდოს. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამშვიდობოთა გაყვანის პროცესის დაწყებას მოითხოვენ.