ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთზე “ნაწილობრივ” რეზოლუციას იღებს

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 31 მარტამდე გაგრძელების თაობაზე, ნაცვლად 31 ივლისისა, როგორც ამას გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ითხოვდა.


“ბატონმა ანანმა გვირჩია, რომ გაგვეგრძელებინა მისიის მანდატი, რომელიც დღეს [31 იანვარს] იწურება, კიდევ ექვსი თვით, 31 ივლისამდე, თუმცა ორთვიანი გაგრძელება საშუალებას მისცემს უშიშროების საბჭოს წევრებს განაგრძოს საქართველოში არსებული ვითარების განხილვა“, – ნათქვამია 31 იანვარს გავრცელებულ პრეს-რელიზში.


ეს რეზოლუცია განსხვავდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წინა წლებში მიღებული რეზოლუციებისგან.


რეზოლუცია ორი პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია: “უშიშროების საბჭო, ეფუძნება რა თავის შესაბამის დადგენილებებს ამ საკითხზე, კერძოდ, 2005 წლის 29 ივლისის ნომერ 1615-ე დადგენილებას , ითვალისწინებს რა გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების დაგეგმილ შეხვედრას 2006 წლის 2 და 3 თებერვალს: 1. იღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი 2006 წლის 31 მარტამდე; 2. იღებს გადაწყვეტილებას აქტიურად იყოს ჩართული ამ საკითხში”.     


26 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოთქვა მოულოდნელი და შემაშფოთებელი ტენდენციის გამო რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავი შეიკავოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისგან.


გაეროს უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციების პირველი პუნქტი ასევე შეიცავდა დებულებას შემდეგი ტექსტით: “[უშიშროების საბჭო] კვლავ ადასტურებს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტიული მთლიანობისადმი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში და საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვის საჭიროებას ამ პრინციპების აუცილებელი დაცვით”.  

Back to top button