skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედუარდ კოკოითს შეხვდა

1 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში მყოფ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთი საპროტესტო განცხადების მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში ედუარდ კოკოითი მოხსენიებულია, როგორც “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივები. აღინიშნა ასევე  თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მნიშვნელობა ადრე შეთავაზებული სქემის მიხედვით, რაც კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ქართულ-ოსური ერთობლივი პროგრამის შემუშვებას ითვალისწინებს.     


“ასევე გამოითქვა შეშფოთება ქართული მხარის მხრიდან რუსი სამშვიდობოების მიმართ უკანონო ქმედებების გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 31 იანვრიდან 1 თებერვლის ღამეს, რაც შეფასდა, როგორც მთლიანობაში  სამშვიდობო ოპერაციის დისკრედიტაციის მცდელობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.


31 იანვარს სამხრეთ ოსეთის კონფლიქრის ზონაში,  სოფელ ტყვიავთან რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა ტყვიავის მკვიდრის მანქანას შეეჯახა, რასაც რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი/Related

Back to top button