
ახალი ამბები
სააკაშვილი კოლეჯის სტუდენტების საკითხის მოგვარებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება პარლამნეტის თავმჯდომარეს და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს სთხოვა.
„ნუ მივატოვებთ ამ ბავშვებს. მეორეს მხრივ საუბარია ექიმებზე, სტანდარტები ამ სფეროში იზრდება და მოთხოვნებიც უნდა იყოს ძალიან მკაცრი. გვინდა ისეთი ექიმები, რომლებსაც ეშინიათ გამოცდების ჩაბარება?“ განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 8 მარტს.
პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც გრძელდება სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების საპროტესტო აქცია. სტუდენტები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კოლეჯის სტუდენტებს მოეხსნათ შეღავათები და სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად აბიტურიენტის მსგავსად მისაღები გამოცდების ჩაბარება დაუწესდათ.