
ახალი ამბები
საქართველომ და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს
უკრაინაში ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი 5 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანატოლი გრეცკოს შეხვდნენ.
მხარეებმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, კერძოდ უკრაინის სამხედრო კოლეჯებში ქართველ ოფიცერთა მომზადებისა და უკრაინის სამხედრო ქარხნებში ქართული მძიმე ტექნიკის შეკეთების საკითხები.