
რაპოპორტმა და ნოღაიდელმა ენერგომომარაგების საკითხები განიხილეს
თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი რუსული ენერგოკომპანია „რაო ეეს“-ის გამგეობის თავმჯომარის მოადგილე ანდრეი რაპოპორტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ენერგომომარაგების სფეროში თანაშრომლობის საკითხები განიხილეს.
რაპოპორტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და „რაო ეესის“ გეგმები.
დღესვე ანდრეი რაპოპორტიმ, რომელიც თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, „თელასის“ ახალი დირექტორის ვინაობა დაასახელა და განაცხადა, რომ დღეიდან კომპანიას სერგეი კაპლია უხელმძღვანელებს.
არ სახელდება თუ რა მიზეზით მოხსნეს დანგირას მიკოლაიუნასი, რომელიც კომპანია „თელასს“ „რაო ეე-სის“ მიერ შესყიდვის შემდეგ (2003 წელი) ხელმძღვანელობს.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის და ცალკეული ენერგოობიექტების მუშაობის საკითხები.
ჯერ-ჯერობით არ კეთდება განცხადებები იყო თუ არა საუბარი ენერგოობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში თბილისში ვიზიტის დროს რაპოპორტმა განაცხადა, რომ კომპანია ენეგროობიექტების შესყიდვით არის დაინტერესებული.