
ახალი ამბები
საპროტესტო აქციების მიუხედავად, პრეზიდენტმა გუბერნატორს დაუჭირა მხარი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 მაისს განაცხადა, რომ იგი იმერეთის რეგიონის გუბერნატორს დავით მუმლაძეს დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს.
ქუთაისში ადგილობრივი ოპოზიციის აქტივისტებმა 24 მაისს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მუმლაძეს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ.
სააკაშვილისის განცხადებით, საპროტესტო აქციები ქუთაისში ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მომხრეების, მათ შორის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის მიერ იყო ინსპირირებული.