skip to content
ახალი ამბები

თბილგაზზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა

(თბილისი, 5 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სს “თბილგაზის” მართვის უფლების გადაცემაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის უფლება ორმა კომპანიამ – სს “საქტრანსგაზმრეწვმა” და სს “ახალი მენეჯმენტმა” გამოთქვა, რომლებმაც თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურში უკვე წარმოადგინეს შესაბამისი განაცხადი.

სატენდერო პირობების მიხედვით, გაზის გამანაწილებელი მეურნეობა 5 წლის მართვის უფლებით გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. მან უნდა მოახდინოს გაზის ქსელის რეაბილიტაცია და გაზარდოს აბონენტთა რაოდენობა.

“ქონების მართვის სამსახური ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილ პირობებს 6 ნარტს განიხილავს და დაადგეს გამარჯვებულ კოპანიას” – აცნობა “სივილ ჯორჯიას” მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ რევაზ ურუშაძემ..

“თბილგაზზე” ტენდერი ერთი თვის წინ გამოცხადდა და მისი ვადა კიდევ 2 კვირით გადაიწია იმ მიზეზით, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვია. ეს თბილგაზზე გამოცხადებული უკვე მე-4 ტენდერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button