skip to content
ახალი ამბები

ეუთო საქართველოს ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურებაში ეხმარება

(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოში ეუთო-ს მისიას შორის ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურებაში დახმარებას ითვალისწინებს, რომელიც ძირითადად ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზებზეა განთავსებული.

პროექტის განხორციელებას ფინეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, შვედეთისა და თურქეთის მთავრობები დააფინანსებენ. პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება, რომელიც 3 თვეს გაგრძელდება, 100 ათასი აშშ დოლარი ესაჭიროება.

ექსპერტების აზრით ის უამრავი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც რუსეთის ყოფილ სამხედრო ბაზებზეა, საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების სიცოცხლეს, ასევე გარემოსაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button