skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მოქალაქეთა ინტერესების დაცვის პროგრამას იწყებს

(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს იმართება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “მოქალაქეთა ინტერესების დაცვის” პროგრამის პრეზენტაცია, რომლის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

პრეზენტაციას ესწრება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი მაიკლ ფარბმანი.

მოქალაქეთა ინტერესების დაცვის პროგრამას ახორციელებს ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” და ექვსი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია:  გაეროს ასოციაცია; პარტნიორები – საქართველო; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი; ბიზნეს სამართლის ცენტრი; საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი “ალტერნატივა”, და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

პროგრამა მიზნად ისახავს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას და მათ გაერთიანებას მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით.

აღნიშნული პრეზენტაცია დაასრულებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მოქალაქეთა ინტერესების დაცვის პროგრამამ საქართველოს   ცხრა ქალაქში  ჩაატარა. 

2003 წლის 15 იანვარს გამოცხადდება საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია  არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციების მიერ მოქალაქეთა ინტერესთა დაცვის კამპანიების დაფინანსება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button