skip to content
ახალი ამბები

ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის დერექტორი შესაძლოა გაიტაცეს

(თბილისი, 5 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ქუთაისის პროკურატურამ ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის დირექტორის ამირან ნაცვლიშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა გატაცების მუხლით.

ამირან ნაცვლიშვილი 2 დეკემბერს გაუჩინარდა. როგორც სამაუწყებლო კომპანია “რრუსტავი 2” იუწყებოდა ნაცვლიშვილი გატაცებული იყო. თუმცა ამ ინფორმაციას თავდაპირველად სამართალდამცველები არ ადასტურებდნენ.

1 დეკემბერს ქვემო ქართლიდან გაიტაცეს “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამა, ხოლო როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გასულ კვირას აფხაზეთიდან გაიტაცეს “სლავნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის დედა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button