skip to content
ახალი ამბები

“ეი-ი-ესი” ტვირთად აწევს ქვეყანას – აცხადებს შევარდნაძე

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ “ეი-ი-ეს-თელასის” საქმიანობა გააკრიტიკა.

“ჩვენ ამ კომპანიაზე დიდ იმედებს ვამყარებდით. მან დღემდე 300 მილიონი დოლარის ინვესტიციები განახორციელე, თუმცა დღეს უკვე “ეი-ი-ესი” ქვეყანას ტვითად აწევს,” განაცხადა შევარდნაძემ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია “ეი-ი-ესი” დიდ ფინანსურ პრობლემებს განიცდის და მას დიდი ვალი გააჩნია.

ამერიკული კომპანიამ თბილისის ელექტროგამანაწილებელი სისტემა 1999 წელს 99 წლით იჯარით აიღო. იგი ამჟამად ასევე აკონტროლებს რამოდენიმე ელექტრო სისტემას გარდაბნის რაიონში, სადაც მან კომპანია “ეი-ი-ეს-მტკვარი” შექმნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button