ახალი ამბები

პრიზემლინი თვლის, რომ საქართველოს ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – საქართველოს უფლება არ აქვს ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე, – განუცხადა 27 აგვისტოს “ინტერფაქსს” ცხინვალის რეგიონში კოლექტიური სამშვიდობო ჯარების სარდალმა გენერალ-მაირომა ვასილი პრიზემლინმა.

“შერეული სამშვიდობო ძალების – რუსული, ქართული და ოსური ბატალიონების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია რომ მიღებული იქნას მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის ყველა წევრის – საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თანხმობის შემდეგ”, – განაცხადა პრიზემლინმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული სამშვიდობო ჯარების გაყვანის თაობაზე, რომელიც 26 აგვისტოს იქნა მიღებული რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით.

“ამაში მდგომარეობს პრინციპული განსხვავება შერეულ სამშვიდობო ძალებსა და აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას შორის, საიდანაც დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ჯარებია გაყვანა შესაძლებელია კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით”, – აღნიშნა გენერალმა.

26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “არ იჩქარებდა სამშვიდობოების გაყვანას”, რადგან ამან რეგიონებში შეიძლება ახალი კონფლიქტების პროვოცირება გამოიწვიოს.

Back to top button