ახალი ამბები

დაკავებულ რუს პოლიციელებს ათავისუფლებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – უშიშროების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პანკისის ხეობაში დაკავებული სამი რუსი პოლიციელი რუსულ მხარეს გადაეცა. 

ერთი თვის წინ ქართველმა სამართალდამცველებმა სამი რუსი პოლიციელი – უგრიმოვი, ბლინოვი და ტიტჩკოვი – პანკისის შესასვლელთან დააკავეს. დაკავებულთა თქმით, ისინი მანქანის საყიდლად მიდიოდნენ. ქართველ სამართალდამცველებს მათი არგუმენტი საეჭვოდ მოეჩვენათ და რუსეთის სამივე მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს უშიშროების სამინისტროს მოთხოვნით სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.

უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნიკა ლალიაშვილის თქმით, დაკავებულებს მხოლოდ საზღვრის უკანონოდ დაკავება ედებათ ბრალად. ამიტომ, ისინი რუსულ მხარეს გადასცეს.

მანამდე ქართულმა მხარემ რუსეთის ხელისუფლებას დაკავებული რუსი პოლიციელების გადაცემაზე უარი განუცხადა.

 


 

Back to top button