
ახალი ამბები
სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ ქართველებმა თვითონ დაბომბეს პანკისი
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 აგვისტო, 2002) – 23 აგვისტოს ნოვოსიბირსკში ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა უარყო რუსეთის კავშირი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან და მიანიშნა, რომ ეს შეიძლება ქართველი სამხედროების შეცდომა ყოფილიყო.
ივანოვის თქმით, ეს პირველი ასეთი ბრალდება არ არის რუსეტის მიმართ ქართული მხრიდან. “რა თქმა უნდა, რუსეთს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აფეთქებები შეიძლება მომხდარიყო ქართველი სამხედროების მიერ პანკისის ხეობაში დაწყებული ოპერაციის შედეგად”.
თუ ეს ასეა, მე ამას მხოლოდ მივესალმები ამას, და მომხდარს დავახასიათებ, როგორც სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს, – აღნიშნა ივანოვმა.