
დაკავებულ იაპონელ მებრძოლს იაპონიის დესპანი შეხვდა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – იაპონიის მოქალაქე მინამი ხიროშისა და ჩეჩენ საიდ ალი-იტაევს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ბრალი საზღვრის უკანონო გადმოკვეთასა და იარაღის ტარებაში ედებათ.
მინამი ხიროში 1978 წელს დაბადებული იაპონიის მოქალაქეა, რომელიც ჩეჩნეთში საბრძოლველად გადავიდა. დაკავებულის თქმით, მანამდე იგი იაპონიიის სამხედრო ძალების კადრის ოფიცერი ოყო.
მინამი ხიროშიმ და ალი-იტაევმა საზღვარი რუსეთის მხრიდან გადმოკვეთეს და საქართველოში გადმოვიდნენ. ისინი შატილში, მუცოს ხეობასთან ახლოს დააკავეს 14 აგვისტოს.
უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნიკა ლალიაშვილის თქმით, ხიროში საქართველოში უკვე სამჯერ არის ნამყოფი ლეგალურად.
ლალიაშვილის თქმით, მინამი ხიროშის იაპონიის დესპანი უკვე ორჯერ შეხვდა და ესაუბრა.
ჯერჯერობით არც იაპონურ და არც რუსულ მხარეს დაკავებულების გადაცემა არ მოუთხოვია.