
ახალი ამბები
სამხრეთ ოსეთის “ომონმა” ქართველი ოფიცერი ცემა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – გუშინ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის “ომონმა” ქართული სამშვიდობო ნაწილის ოფიცერი მევლუდ მაისურაძე ერგნეთის ბაზრობაზე სასტიკად ცემა. ამის შემდეგ ქართველი ოფიცერი მანქანით ცხინვალის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში წაიყვანეს.
მაისურაძე ბაზრობაზე ერთ-ერთ მოქალაქეს გამოექომაგა, რომელიც ოს ომონელებს ძალით სადღაც მიჰყავდათ.
ქართველი ოფიცერი ცხინვალის რეფიონში ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურის მიხეილ მიქაძის მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
“კიდევ კარგი, რომ მივუსწარი, თორემ მოკლავდნენ”, განაცხადა მიხეილ მიქაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სათვის მიცემულ ინტერვიუში.