ახალი ამბები

დაკავებულ რუს მილიციელებს თავდებში რუსეთის საელჩო დაუდგა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – საქართველოში რუსეთის საელჩო მზად არის თავდებში დაუდგეს რუსეთის მილიციის იმ სამ თანამშრომელს, რომლებიც პანკისის ხეობაში დააკავეს 2 კვირის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა. საელჩომ შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსი მილიციელები მეთორმეტე დრეა შიმშილობას განაგრძობენ პატიმრობიდან მათი გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისის საოლქო სასამართლომ ერთხელ უკვე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებში მათი გათავისუფლების მოთხოვნით.

ამჯერად რუსეთის შსს-ის თანამშრომლებს თავდებში საქართველოს პრეზიდენტიც დაუდგა, რომელმაც მათ მიმართ ლმობიერების გამოჩენა ითხოვა.

თავდებში გათავისუფლების შემდეგ რუს მილიციელებს სასამართლოში გამოცხადება მაინც მოუწევთ.

Back to top button