
ახალი ამბები
მესაზღვრეებმა საზღვრის დამრღვევები დააფიქსირეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 აგვისტო, 2002) – გუშინ ღამის 11:30 საათზე ქართველმა მესაზღვრეებმა ჩეჩნეთის საზღვართან არსებული საქართველოს გირევის საგუშაგოსთან საზღვრის დამრღვევთა ჯგუფი დააფიქსირეს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის წევრები შეიარაღებული ჩეჩნები არიან. საზღვრის დამრღვევთა ჯგუფის მოსაძებნად გაიგზავნა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შენაერთი პოლკოვნიკ კორნელი სალიას ხელმძღვანელობით. 4 აგვისტოს სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სწორედ გირევის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია დაბომბა.