
ახალი ამბები
პარლამენტის ხელმძღვანელობა პრეზიდენტს ხვდება
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 ივლისი, 2002) – 26 ივლისს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან, რათა მინისტრთა კაბინეტის შემოღების საკითხი განიხილონ.
გასულ კვირას პარლამენტის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილა. პრეზიდენტის მომხრე ფრაქციები ამ მოწვევის პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას ეწინააღმდეგებიან.
გასულ წელს, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის თანახმად, გათვალისწინებულია მინისტრთა კაბინეტის შემოღება. ამ კანონპროექტით, პრეზიდენტს იმაზე მეტი ძალაუფლება ენიჭება, ვიდრე დღეს აქვს. პარლამენტართა უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის წინააღმდეგია.