ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ძალადობას გმობენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 ივლისი, 2002) – სასტუმრო “შერატონ-მეტეხი პალასში” არსამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით პოლიტიკურ პარტიების წარმოამდგენლებთან შეხვედრა შედგა.

საზოგადოების წარმომადგენლებმა პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადების ტექსტი შესთავაზეს. ერთობლივ განცხადებაში საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური ცხოვრების კრიმინალიზაციის პროცესს, რაც ძალაუფლების გადაცემის კონსტიტუციურ მოდელს საფრთხეს შეუქმნის.

საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა გამოთქვეს  სურვილი და მზადყოფნა, რათა არ დაუშვან ქვეყნის კრიმინალიზაცია და ყველა ღონე იხმარონ ხელისუფლების ცვლილების კონსტიტუციური პროცესის უზრუნველყოფისათვის.

აღნიშნულ საკითხებზე პოლიტიკური ძალების შეკრება ზუსტად ერთი კვირის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში მოხდა.

Back to top button