ახალი ამბები

საოლქო სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად არ სცნო

(თბილისი, 11 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და სახალხო პარტიის სარჩელი, რომლითაც ისინი თბილისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.

ამის კატეგორიული წინააღმდეგ გამოდიოდა საარჩევნო ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი”, რომელიც თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგად ლეიბორისტული პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

საოლქო სასამართოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უახლოს დღეებში თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგება.

Back to top button