
ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი ელჩები დაამტკიცა
(თბილისი, 8 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 7 ივნისის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს პეტრე ჩხეიძე საქართველოს ელჩად თურქმენეთსა და ავღანეთში, ხოლო გიორგი ბურდული – საქართველოს წარმომადგენლად ეუთო-ში. პეტრე ჩხეიძე 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს წარმოამდგენელი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ხოლო გიორგი ბურდული 1998 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ორივე კანდიდატურა პარლამენტმა ერთსულოვნად დაამტკიცა.