ახალი ამბები

ახალი საპარლამენტო ფრაქცია

(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ზურაბ ჟვანიას გუნდმა პარლამენტში ახალი ფრაქცია სახელით “დემოკრატები” შექმნა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ფრაქციის სახელი დროებითია. უახლოეს მომავალში შეიქმნება ახალი პოლიტიკური მოძრაობა და ფრაქციასაც სწორედ ამ მოძრაობის სახელი დაერქმევა.

ფრაქციაში გაერთიანებულია მოქალაქეთა კავშირის ყოფილი წევრი 21 დეპუტატი. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან ზურაბ ცქიტიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, “დემოკრატთა” მდივანი კი მარინა მოლოდინია.

ზურაბ ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი ფრაქცია მჭიდროდ ითანამშრომლებს ფრაქცია “ტრადიციონალისტებთან” და მიხეილ სააკაშვილის ფრაქციასთან “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის”.

ახალი საპარლამენტო ფრაქცია მეხუთე გაერთიანებაა, რომელმაც მოქალაქეთა კავშირი დატოვა.

Back to top button