
ახალი ამბები
კოლონიაში არეულობის შედეგად პატიმარი დაიღუპა
(თბილისი, 16 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 16 აპრილს, დილით ავჭალის კოლონიაში, სადაც სასჯელს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები იხდიან, არეულობის შედეგად დაიღუპა პატიმარი ზურაბ გოგობერაშვილი. კოლონიის ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. მიმდინარეობს პატიმრების შემოწმება. ამოღებულია მკვლელობის სავარაუდო იარაღი. გამოძიებას აწარმოებს სასჯელის აღსრულების კანონიერებაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურა. რამდენიმე დღის წინ ამავე კოლონიაში თვითნაკეთი ყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი პატიმარი დაიღუპა.