
ახალი ამბები
4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
4 ოქტომბრის არჩევნების დღეს არეულობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე კიდევ 12 პირის დაკავების შესახებ განაცხადა.
„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
35 დაკავებულს შორისაა არჩევნების დღის მასობრივი აქციის ხუთი ორგანიზატორი, მათ შორის ოპოზიციის წევრები და ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, ასევე აქტივისტები.
This post is also available in: English