
მომიტინგეების წინაშე იარაღის ამოღებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ არასრულწლოვანი დავით გრძელიძე, რომელიც 15 სექტემბერს, თბილისში მომიტინგეებისთვის იარაღის ამოღების გამო დააკავეს, გაათავისუფლეს.
პოლიციამ დაკავებულის გათავისუფლება იმით ახსნა, რომ სადავო იარაღი ცეცხლსასროლი იარაღი არ ყოფილა, ხოლო ერთ-ერთი იმ მომიტინგის ადვოკატმა, რომელიც შეიარაღებული თავდამსხმელის განიარაღებაში დაეხმარა, აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
საქმეზე ასევე გამოიკითხა რაგბისტი და აქტივისტი ლევან ჯობავა, რომელმაც არასრულწლოვანი თავად გადასცა პოლიციას. ჯობავამ ტვ „პირველს“ განუცხადა, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო „მოძალადე”. მისივე თქმით, თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო.
This post is also available in: English