ახალი ამბები

კალაძის საარჩევნო შტაბთან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

8 სექტემბრის საღამოს, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაძაბულობა გამწვავდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს და სცემენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დემონსტრანტებს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალები და ჟურნალისტები.

დაპირისპირება დაახლოებით ორი საათის განმავლობაში რამდენჯერმე გამწვავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაწყებულია. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს”.

მომიტინგეების თქმით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ვერ აღკვეთეს თავდასხმები და არავინ დაუკავებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებმა უკვე ამოიცნეს რამდენიმე თავდამსხმელი, გავრცელებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

დაშავებულებს შორის რამდენიმე ჟურნალისტია, მათ შორის „პუბლიკადან“ და „ნეტგაზეთიდან“. თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს რამდენიმე პოლიციელი. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრის კალაძის ოფისიდან მამაკაცი მომიტინგეებს ბოთლს, რომელიც პოლიციელს სახეში ხვდება, მეორეში კი თავდამსხმელი პოლიციელს ურტყამს.

This post is also available in: English

Back to top button