არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების შემდეგ შვედეთი საქართველოსთან თანამშრომლობას აჩერებს
შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ 28 ოქტომბერს მედიას განუცხადა, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეჩერების შესახებ. შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმხვილესი დონორია და მისი დახმარება წელიწადში თითქმის 19 მილიონი აშშ დოლარია. დუსამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა იმ შემთხვევაში აღდგება, თუ საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება.
„საქართველოში განვითარებული მოვლენები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევები ამას კიდევ უფრო ამძაფრებს“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ „მცდელობა ხელი შეუშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, სხვა საკითხებთან ერთად, შემზღუდავი კანონმდებლობით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“.
„აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს უშუალოდ შვედურ-ქართული ხელისუფლების თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, – დასძინა მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2024 – ევროკავშირის მინისტრების ერთობლივი განცხადება საქართველოში არჩევნების შესახებ
- 28/10/2024 – შაჰინმა და რიშმა საქართველოს არჩევნების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
- 28/10/2024 – საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)