skip to content
ახალი ამბები

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა აფგან სადიგოვს საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და Azel.tv-ს მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია სადიგოვის ადვოკატმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.

სადიგოვის ადვოკატისა და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის, დიმიტრი ნოზაძის თქმით, სადიგოვს უარის შესახებ დოკუმენტი აზერბაიჯანულ ენაზე საკანში გადასცეს. დოკუმენტის ქართული ვერსია ჯერ არ გადმოუგზავნიათ, ამიტომ უარის დეტალები უცნობია. ნოზაძემ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს უთხრა, რომ დოკუმენტის მიღებისთანავე ისინი სასამართლოს მიმართავენ.

აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტის აზერბაინის ხელისუფლებისთვის გადაცემას გეგმავს. ჟურნალისტს 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button