ბორელი: ევროკავშირი საქართველოს ტრაექტორიით უაღრესად, სულ უფრო მეტად შეშფოთებულია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის “უაღრესი” და მზარდი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიის თაობაზე. ამის შესახებ მან 29 აგვისტოს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ საქართველოში არსებული მდგომარეობა მოკლედ მიმოვიხილეთ. ჩვენ უაღრესად და სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ ამ ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორების ტრაექტორიით”, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” აქტიურად აკრიტიკებს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღების, გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. გაერთიანებაში რამდენჯერმე აღინიშნა, რომ “ოცნებისთვის” საპასუხოდ ყველა შესაძლებლობა განიხილება. მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და გაყინა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო.
- 28/08/2024 – ევროკავშირი შეშფოთებულია “ქართული ოცნების” გეგმით, აკრძალოს ოპოზიცია; ბლოკის წარმომადგენელი ამბობს, რომ საპასუხოდ “ყველა ვარიანტი განიხილება”
- 02/08/2024 – პიტერ სტანო: ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს
- 09/07/2024 – ჰერჩინსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა
- 24/06/2024 – ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს
- 24/06/2024 – ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება, თუ ხელისუფლება თავის კურსს გააგრძელებს
- 19/06/2024 – პაველ ჰერჩინსკი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)