
ახალი ამბები
საოკუპაციო ძალებმა ახალგორთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ახალგორის მახლობლად საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) გაავრცელა.
სუს-ის თქმით, მათ მაშინვე გაააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/07/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 03/07/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 08/06/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)